|
2018-10-23 21:12:17, 2219 ნახვა
სამართალი
მარტვილში პოლიციელებსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ინციდენტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
მარტვილის საპატრულო პოლიციასა და მოქალაქე ედიშერ სიგუას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილეის გადამეტების მუხლით მიმდინარეობს. „ე.ს-სა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება 2018 წლის 22 ოქტომბერს დაიწყო. მარტვილის რაიონის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინებისთანავე საქმე აღიძრა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, ედიშერ სიგუას მარტვილის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)