|
2018-10-22 11:02:09, 3882 ნახვა
რეგიონი
რუსთავში აფეთქებისას დაშავებული 2 მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა
რუსთავში, მე-19-ე მიკრო რაიონში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან, 6 ამ დრომდე კლინიკა ,,რუსთავში“ რჩება. ორი პაციენტი კი, 9 წლამდე ასაკის გოგონა და 14 წლის ბიჭი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკებში არიან გადაყვანილი. როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ჟურნალისტებს განუცხადა,დაშავებულები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩებიან. „ჩვენ მოთავსებული გვყავდა კლინიკა „რუსთავში“ პაციენტები. შემდეგ უკვე მეორე კლინიკა ჩავრთეთ, ეს არის რუსთავის ცენტრალური კლინიკა. გამომიდიანრე აქედან, ამ წუთას 2 პაციენტი იმყოფება ცენტრალურ კლინიკაში. 6 პაციენტი კი კლინიკა „რუსთავში“ იმყოფება. ყველა ამ პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. 4 პაციენტი უკვე გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. 2 პაციენტი გვყავს გადმოყვანილი თბილისში. ერთი, რომელიც იმყოფება ამ კლინაკაში, რომლის მდგომარეობა მძიმედ სტაბიულურია. მეორე პაციენტი გვყავს იაშვილის სახელობის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც ქუსლის ტრავმული დაზიანება აღენიშნება. მას გვიან ღამით ჩაუტარდა ოპერაცია“, - განაცხადა ზაზა ბოხუამ. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)