13:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 16:20:15, 1125 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ბერაია: სალომე ზურაბიშვილი იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი და ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი, ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი, ქართული კულტურის და ტრადიციების დესპანი  ევროპაში, მთელს მსოფლიოში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ სენაკში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი არა გადამეტებული ძალაუფლებით, არამედ იქნება პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებობით.

„ის იქნება ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, ხიდი საქართველოს და მთელ მსოფლიოს ხიდი, საქართველოს და ევროპას შორის. ქალაბტონი სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მის უნარებს, მის გამოცდილებას, კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობისთვის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის ხელშეწყობისთვის. ის იქნება ჩვენი აფახაზი და ჩვენი ოსი თანამემამულეების და თანამოქალაქეების პრეზიდენტი. სწორედ ამიტომ ამ თვისებების გათვალისწინებით ქალბატონი სალომე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics