|
2018-10-18 16:23:21, 1031 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: ახალი ავტობუსების დიზაინს და ფერს მოსახლეობასთან ერთად შევარჩევთ [ვიდეო]
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ახალი ავტობუსების ფერს მერია მოსახლეობასთან ერთად შეარჩევს. კალაძე პოლონეთში Man-ის ქარხანაში იმყოფებოდა, საიდანაც Facebook-გვერდის მეშვეობით მოსახლეობას სხვადასხვა ვარიანტის ავტობუსები შესთავაზე. „რადგან მწვანე პოლიტიკა და ეკოლოგია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იყოს ბრენდირებული, მწვანე ფერის. შესაძლოა, იყოს ორ ფერში, ესეც არ არის გამორიცხული. საზოგადოების, მოსახლეობის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი. ხვალ მივემგზავრები მიუნხენში, სადაც ადგილზე დიზაინს განვსაზღვრავთ, შემოგთავაზებთ რამდენიმე ფერს და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, ჩავრთოთ ქართველი დიზაინერები და თბილისს ჰქონდეს ბრენდირებული ავტობუსები. ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა იმსახურებს, რომ ავტობუსები, რომელსაც ჩვენ შევიძენთ, განსხვავებული და ბრენდირებული იყოს", - ამბობს კალაძე. ცნობისთვის, მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების მთლიანად ჩანაცვლებას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)