12:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 13:06:26, 1074 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: ჩანაწერებში გამოჩნდა ერთი რამ - ქვეყანა არაკონსტიტუციურად იმართება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ქვეყანაში არის სისტემური პრობლემები.

როგორც გოცირიძემ განმარტა, ის ყველაფერი რაზეც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი ჩინოსანი მირზა სუბელიანი საუბრობს ჩანაწერებში, მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანას გარკვეული დაჯგუფებები მართავენ. 

„ჩანაწერებში გამოჩნდა ერთი რამ, ქვეყანა იმართება არაკონსტიტუციურად. ხელისუფლების გარეთ არსებული პირები, რომელთათვის ხალხს ლეგიტიმაცია არ მიუნიჭებია, მართავს ამ ქვეყანას საკუთარი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად და სწორედ, ამის მსხვერპლი აღმოჩნდა ის პიროვნება, რომელიც არის ციხეში, რომელმაც აღიარა დანაშაული. საკუთარი დანაშაული და ამავე დროს ამ დანაშაულის მონაწილე დიდი ჩინოვნიკობა და ფაქტობრივად მან ძალიან დაიმძიმა თავისი ბედი და თავისი მომავალი. თუ კი ის ელოდა, რომ მას ერთ წელიწადს მიუსჯიდნენ ამ ჩანაწერების მიხედვით, აქ არის საქმე ძალიან მძიმე დანაშაულთან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, „რუსთავი 2“-მა მორიგი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანი ამბობს, რომ დაკავებამდე სასჯელაღსრულების იმ დროინდელ მინისტრს, კახა კახიშვილს შეხვდა, მისგან პატიმრობის განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვდა და ფარული მასალებით აშანტაჟებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics