12:32 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-14 21:29:02, 2138 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე მხარდამჭერებს შიდა ქართლში ხვდება

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს შიდა ქართლში  ხვდება. ქარელი, კასპის და ხაშურის მოსახლეობა დავით ბაქრაძესთან საუბარში რეგიონის სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. ადგილობრივები, მძიმე სოციალურ ფონს უმუშევრობის და უპერსპექტივობის პრობლემაზე საუბრობენ.  პრობლემების გადაჭრის გზების გარდა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტები გააცნო. დავით ბაქრაძემ პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით : ‘’ ქართული ოცნების მმართველობამ ქვეყანა შეიყვანა ჭაობში, უძრაობაში, ადამაინებმა დაკარგეს მომავლის იმედი და პერსპექტივის განცდა. ხელისუფლება ცდილობს, წარმოაჩინოს ისე თითქოს ამ უძრაობის და ჭაობის ალტერნატივა ,ისევ იქნება არეულობა, ისევ იქნება შურისძიება და ანგარიშსწორება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა 28 ოქტომბერს ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, რომ ჩვენ აუცილებლად შევცვლით ხელისფლებას , აუცილებლად წავიყვანთ ქვეყანას წინ და ამას გავაკეთებთ ყოველგვარი დაპირისპირების , ყოველგვარი შურისძიების და წარსულში დაბრუნების გარეშე. სწორედ ეს არის ჩვენი ხედვა და ასე უნდა ავაშენოთ ხვალინდელი საიმედო დღე’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics