16:34 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-14 21:13:46, 1568 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის თქმით, მცხეთასთან დაკავშირებით მრავალიღონიეძიებაა დაგეგმილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მცხეთაში,სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო,რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. 

კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღესთან დაკავშირებით საჩუქრად დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა. 

"დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა,სიხარული,სიყვარულიდა მთლიანობა საქართველოისა,"-აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა. 

პრემიერმა პატრიარქსა და საქართველოს მთელ მოსახლეობას დღევანდელი დღესასწაული მიულოცა. 

"თქვენო უწმინდესობავ!ძვირფასო მეგობრებო! მინდა მთელს მართლმადიდებელ სამყაროს, ჩვენს მრავალეთნიკურ ერს, განსაკუთრებით კი - ჩვენს ემიგრანტებს,მივულოცო სვეტიცხოვლობა -დღევანდელი დღე.სვეტიცხოველი არის ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცისა და, ამავე დროს, ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ნიჭის სიმბოლო, " -განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მცხეთასთან დაკავშირებით მრავალიღონიეძიებაა დაგეგმილი. "სახელმწიფო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ღირსეული მემკვიდრეობა, რაც დღეს გვაქვს და ამასთან ერთად განვავითაროთ ჩვენი სიმდიდრე", -აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics