16:13 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-13 19:15:45, 1985 ნახვა

საზოგადოება
სატვირთოს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩვენო შტაბი ავრცელებს.

როგორც შტაბის განცხადებაშია ნათქვამი, სატვირთო ავტომობილი ახორციელებდა საქართველოს ფოსტის ტვირთის გადაზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით. სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ - სარეკლამო მაისურებით.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics