14:42 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 21:14:47, 1410 ნახვა

საზოგადოება
თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტის მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დასრულდა

თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტზე მიმდინარე ინვესტორის შერჩევის მეორე ეტაპის ფარგლებში ,,მოკლე სიაში" შესული კანდიდატებიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში  ერთი განაცხადი შემოვიდა ჩინური კომპანია China Construction Seventh Engineering Division Corp. LD.-ს მიერ, - ამის შესახებ ცნობილი გახდა 10 ოქტომბერს სამინისტროში გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, სადაც დალუქულ პაკეტში წარმოდგენილი განაცხადი გაიხსნა.

როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, განაცხადი მოიცავს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამართლებრივ, ტექნიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ წინადადებებს. უახლოეს მომავალში, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება განაცხადის შესწავლა, რის შემდეგაც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის საკითხზე.

თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტზე მიმდინარე ინვესტორის შერჩევის მეორე ეტაპის ფარგლებში ,,მოკლე სიაში" შესული კანდიდატების მიერ  წინადადებების წარმოდგენის ვადა  8 ოქტომბერს ამოიწურა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics