09:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 15:56:52, 1442 ნახვა

კომენტარი
გოგი მეშველიანი: სალომე ზურაბიშვილის მიერ გაცხადებული საარჩევნო კამპანია ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება

„სალომე ზურაბიშვილის მიერ გაცხადებული საარჩევნო კამპანია ზუსტადაც ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გოგი მეშველიანმა ბოლნისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან ოპოზიციური პარტიები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავ პიარ კამპანიას ახორციელებენ.

„მან ჩვენს ოპონენტებს შესთავაზა ევროპული საარჩევნო კამპანია, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მათ ან ვერ, ან ჩემი ვარაუდით უფრო, არ  გაიგეს ეს შეთავაზება და მთელი თავისი საარჩევნო მარათონი ააგეს ე.წ შავ პიარ კამპანიაზე, ტალახის სროლაზე, სიბინძურეზე. მე, რა თქმა უნდა, დეტალებში არ შევალ, იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება ბრძენია. მას თავად შეუძლია საკმაოდ კარგად გაარჩიოს სიმართლე სიყალბისგან და რაც მთავარია,  მინდა ვთქვა, რომ ჩვენი საზოგადოება არასდროს არ დაუბრუნდება შავბნელ წარსულს. ჩვენ, ჩვენმა საზოგადოებამ, ხალხმა კარგად იცის, რომ ვერანაირი ნიღაბი, ვერანაირი დანაწევრება ვერ უშველის იმ ძალას, რომელიც იყო შემოქმედი და ავტორი ძალადობრივი ქმედებების. მე ამის მწამს და ამიტომ ვამბობ თქვენი თანდასწრებით“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics