|
2018-10-10 12:14:40, 665 ნახვა
რეგიონი
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებმა „გოგონათა კლუბის“ წევრებს უმასპინძლეს
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებმა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარებს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში უმასპინძლეს. პროგრამა „გოგონათა კლუბის" წევრებმა დაათვალიერეს მუზეუმის დარბაზები, იქ დაცული ექსპონატები, წინანდლის ბაღი. მოზარდებისთვის ღია ცის ქვეშ გაიმართა ლექცია-კონცერტი. სიმებიანი კვარტეტის „იბერის" მუსიკოსებმა ქართველი და უცხოელი კლასიკოსი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები შეასრულეს. გოგონებმა მოისმინეს საინტერესო ამბები ფესტივალისა და კლასიკური მუსიკის ისტორიიდან. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ ფესტივალის ორგანიზატორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მსგავსი შემეცნებით-კულტურული ღონისძიებები იუსტიციის მინისტრსა და სსიპ „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება. აქცენტი კეთდება მედიაციის სახლის ბენეფიციარებზე, სოციალურად დაუცველ არასრულწლოვან გოგონებზე. „გოგონათა კლუბი“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე არსებული მედიაციის სახლში ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)