|
2018-10-09 17:55:28, 1472 ნახვა
საზოგადოება
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოპოზიციის მიერ N15 ბაღის დირექტორის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. სააგენტო გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლების მიერ თბილისის N15 ბაგა-ბაღის დირექტორის მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. „განვმარტავთ, რომ აღნიშნული ბაღის დირექტორი მიმდინარე კვირაში სარგებლობს კუთვნილი შვებულებით და არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურმა პარტიამ უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და დაწყებულია ფაქტის მოკვლევა, სააგენტო დაელოდება ამ უწყების დასკვნას და სწორედ ამის საფუძველზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. აქვე, აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ბაღების მართვის სააგენტოში მოვიდნენ პოლიტიკური მოთხოვნებითა და დესტრუქციული ქმედებებით, სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე მოადგილეებთან ერთად შეხვდა და პირადად განუმარტა საქმის ვითარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)