10:19 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 13:59:54, 1363 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ეს არის ქიზიყი - აქ თავისუფლად ვგრძნობ თავს და ამ კუთხის შესატყვისი პრეზიდენტი ვიქნები

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს, სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში სიღნაღში და დედოფლისწყაროში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

„ეს არის ქიზიყი, შესაბამისად, აქ სიღნაღში თავისუფალი, დამოუკიდებელი, სიმართლის მთქმელი ხალხი ცხოვრობს, ამდენად ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს და მომავალში ამ კუთხის შესატყვისი პრეზიდენტი ვიქნები, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სიმართლის თქმის თვალსაზრისით"- განაცხადა სიღნაღში ამომრჩეველთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აფეთქებები ირანის შვიდ ქალაქში და სამ კუნძულზე დაფიქსირდა
ტრამპმა მხარი დაუჭირა ლინდსი გრემის კანონპროექტს, რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ“ სანქციებზე
უკრაინამ ბაშკორტოსტანში ბოლო მსხვილი ბენზინის მწარმოებელს და ყუბანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics