|
2018-10-07 10:57:26, 1698 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის წევრთა საპატივცემულოდ, მიღება გაიმართა
„მწამს, რომ მეგობრობა საუკეთესო გამოსავალია - თუ ძლიერი მეგობრები გყავს, შენც ძლიერი ხარ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრიან კანდუს, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბის და ასამბლეის სხვა წევრებს უმასპინძლა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი კობახიძემ სამ ქვეყანას შორის მეგობრობისა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „მწამს, რომ მეგობრობა საუკეთესო გამოსავალია. თუ ძლიერი მეგობრები გყავს, შენც ძლიერი ხარ. ჩვენი პირველი შეხვედრიდან სულ რაღაც ერთი წელია გასული და ამ საკმაოდ მოკლე პერიოდში, შევძელით, რომ ჩვენი მეგობრობა გაგვეღრმავებინა და გაგვეძლიერებინა. თავისთავად, ეს გულისხმობს ჩვენს სამ ქვეყანასა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტებს შორის მეგობრობას. გუშინ ისტორიული დღე გვქონდა - დავაფუძნეთ სამი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეა. ცხადია, ეს დღე, ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო სტრატეგიულ დონეზე გადაიყვანს და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები გახდება კიდევ უფრო მტკიცე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. სტუმრების საპატივცემულოდ და „თბილისობა 2018"-ის აღსანიშნავად, გაიმართა კონცერტიც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)