19:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-06 16:15:25, 2036 ნახვა

სამართალი
ნათია მეზვრიშვილი და თემურ კეკელიძე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის შეხვედრას დაესწრნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი და სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ.

აშშ-ის მხრიდან კი შეხვედრას პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე კევინ ოკიფი და - თავდაცვის მდივნის ოფისის ბალკანეთის, კავკასიისა და შავი ზღვის საქმეთა დირექტორი ტიფანი პეტროსი დაესწრნენ.

მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და ტრანსნაციონალური საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმებს და ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრის მონაწილეებმა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. მხარეებმა, ასევე, ბრიუსელის სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ნატო-საქართველოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას გულისხმობს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics