|
2018-10-05 13:17:36, 2182 ნახვა
საზოგადოება
„ნიუ ჰოსპიტალსი“ უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატით - SIEMENS Somatom Perspective-ით აღიჭურვა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ უახლესი, 2018 წლის კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) აპარატით - SIEMENS Somatom Perspective-ით აღიჭურვა. აპარატი წარმოადგენს კომპიუტერული ტომოგრაფიის ულტრათანამედროვე, მრავალშრიან მოდელს, რომელიც უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით აუმჯობესებს ვიზუალიზაციას და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, რაც უმნიშვნელოვანესია ზუსტი დიაგნოსტირებისთვის. Somatom Perspective-ის მთავარი უპირატესობა გამოსახულების სიზუსტე და რეკონსტრუქციის ხარისხია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ზომის სტრუქტურების გამოსაკვლევად. მრავალშრიანი ტექნოლოგია „ნიუ ჰოსპიტალსში“ შესაძლებელს ხდის გულის მკვებავი სისხლძარღვების არაინვაზიურ კვლევას და მნიშვნელოვნად ზრდის კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების შესაძლებლობებს. Somatom Perspective-ის გამოყენება უსაფრთხოა პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისთვის, რამდენადაც აღჭურვილია სპეციალური SAFIRE ტექნოლოგიით, რომელიც წინა წლების ტომოგრაფიულ აპარატურასთან შედარებით პაციენტის რადიაციულ დასხივებას 60%-ით ამცირებს. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული ინფრასტრუქტურის მქონე, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. ჰოსპიტალი აკმაყოფილებს მკურნალობის ხარისხის მსოფლიო სტანდარტებს, რაც განპირობებულია მედიცინის თანამედროვე პრინციპებზე დამყარებული საქმიანობითა და დარგის ლიდერი სპეციალისტების ჩართულობით. „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალი ორიენტირებულია პაციენტების კეთილდღეობაზე და გამოცდილების, უახლესი ტექნოლოგიებისა და პროფესიონალიზმის მეშვეობით უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)