|
2018-10-05 11:30:41, 1155 ნახვა
საზოგადოება
პლასტიკის პარკების აკრძალვის თემაზე ლევან დავითაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ახალი რეგულაციის ეფექტიანი ამოქმედების საკითხებზე ბიზნესომბუდსმენისა და დისტრიბუტორთა ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ახალი რეგულაციების დანერგვაზე აქტიურად გადადიან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე ახალი რეგულაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციის მიზანი პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებაა. „ეს არის კომპლექსური კამპანია, კომპლექსური ღონისძიებებით. დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ჩვენ გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია, როგორც მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან, ასევე საცალო ქსელების წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციის მიღებით მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგი მივიღოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ბევრი რეგულაცია არსებობს, რომელიც, საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში ძალაში შევა. ლევან კალანდაძემ ხაზი გაუსვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბიზნესსექტორს შორის არსებულ სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას. პლასტიკის პარკების რეგულაციის ახალი წესები 1 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში. რომლის თანახმად, საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. აკრძალვის მიზანია, პლასტიკის პარკების ჩანაცვლება მოხდეს ბიოდეგრადირებადი პარკებით, რომელიც შეიცავს ისეთ მასალას, რაც ხელს უწყობს პარკის მიკროფრაგმენტებად დაშლას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)