|
2018-10-05 11:20:12, 1189 ნახვა
საზოგადოება
„ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერების“ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) ორგანიზებით, „ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერების" საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემის ევროპულ მოდელთან შესაბამისობაში მოყვანის, კანონმდებლობის შემუშავების და შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები განიხილეს. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნის პროცესში. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გარემოსდაცვითი მომსახურებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო მიმწოდებელი კომპანიების DEKONTA-სა და MEDISTYL-ის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს „ქიმიური ნივთიერებების რაციონალური მართვის პოტენციალის შექმნა - CLP და REACH რეგულაციების დანერგვა“ პროექტი გააცნეს. შეხვედრას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)