19:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 11:08:16, 1847 ნახვა

სამართალი
ზაზა ოქუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მივა.

როგორც ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, იგი ლონდონში იმყოფება და ითხოვს, რომ მისი გამოკითხვა სწორედ იქ მოხდეს.

ბიზნესმენის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ განცხადება პროკურატურამ 2 სექტემბერს გაავრცელა.

„მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ქ.თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, ზ.ო. 2018 წლის 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოიძახა, რადგან მის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოებისთვის.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ,  2018 წლის 14 სექტემბერს, ზ.ო.-ს  ადვოკატმა პროკურატურას  განუმარტა,  რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფი,  სექტემბრის  ბოლოს, დიდი ბრიტანეთიდან  საქართველოში დაბრუნების  შემდეგ  გამოცხადდებოდა გამოკითხვაზე. ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამასთან, ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით  გავრცელდა, თან დაერთო სისხლის სამართლის  საქმეს.  გამოძების ფარგლებში, აუდიოჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება. გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურაში  2018 წლის 12 სექტემბერს დაწყებული გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics