|
2018-10-03 19:24:43, 1067 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ ცხინვალი: მაია ოთინაშვილის გატაცებას საქართველო პიარისთვის იყენებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის გატაცებას პიარისთვის იყენებს, - ამის შესახებ Cominf.org იუწყება. "მიუხედავად იმისა, რომ ოთინაშვილის საქმეზე გამოძიება ჯერ მიმდინარეობს, საქართველოს ხელისუფლება და უფლებადამცველი ორგანიზაციები "გატაცებასა" და მისი "უფლებების დარღვევაზე" უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებენ. გვიჩნდება განცდა, რომ საქართველოში არსებული გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან მსგავსი ფაქტების განხორციელებაში და ამას საკუთარი პიარისთვის იყენებენ", - ნათქვამია დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებაში. გარდა ამისა, მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი აცხადებს, რომ "საზღვრის უკანონოდ კვეთის შემთხვევაში რესპუბლიკა მხოლოდ კანონიერ ბერკეტებს იყენებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ქართული მხარე, მას სხვადასხვა ბრალდებებს უყენებს და საკითხს ხელოვნურად "ბერავს", რაც მიუღებელია". შეგახსენებთ, რომ 37 წლის მაია ოთინაშვილი სოფელ ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს. 2 ოქტომბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ლენინგორის სასამართლომ“ ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)