03:53 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 17:47:00, 1154 ნახვა

მსოფლიო
ჯეიმს აპატურაი: თავდაცვის მინისტრი ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს საქართველოს პოზიციას

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შესახებ ქართული მედიის წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში ისაუბრა.

ჯეიმს აპატურაიმ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მუშაობა შეაფასა:

„საქართველოს მთავრობასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვიცი, რომ ქვეყანა სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ. მინდა დავრწმუნდე, რომ ერთად - რადგან ეს ერთობლივი ცენტრია - განვსაზღვროთ რა მიზანს ემსახურება და რა არის საჭირო განხორციელების ფაზაზე გადასასვლელად. ჩვენ როგორც შეგვიძლია სწრაფ ტემპში ვიმოქმედებთ და ქართული მხარეც შესაბამისად სწრაფად შეძლებს განხორციელებას. გენერალური მდივანი მოუთმენლად ელის საქართველოში ვიზიტს. ეს მხოლოდ დიპლომატიური ფრაზა არ არის. თარიღი ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ ეს ვიზიტი აუცილებლად შედგება.

თავდაცვის მინისტრი ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს და მისი რეპუტაცია კიდევ უფრო გამყარდა ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ. ის ძალიან სწრაფად გაერკვა დეტალებში და დასახა სტრატეგიული ხედვა, რომელიც პრესასაც გაუზიარა. ის ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს საქართველოს პოზიციას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან ფანტასტიურად იმუშავა ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტისას. მოუთმენლად ველით მასთან შეხვედრას ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში“,-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics