16:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 14:04:58, 2163 ნახვა

სამართალი
გულგრილობაში ბრალდებული ბაგა-ბაღის აღმზრდელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურეობრივი გულგრილობის და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე ქ.თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელი ა.გ. და აღმზრდელის თანაშემწე მ.ვ.  დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სასამართლოში  გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს, ბაგა-ბაღის აღმზრდელმა ა.გ.-მ და აღმზრდელის თანაშემწემ მ.ვ.-მ დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს და   უმეთვალყურეოდ დატოვეს  სამი წლის აღსაზრდელი, რომელიც  ღია ფანჯარასთან მივიდა და მეორე სართულიდან გადავარდა, რის შედეგადაც  მცირეწლოვანმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

„ა.გ.-ს მათ და მ.ვ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201 მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე  იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია  სხვა მძიმე შედეგი,) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.გ. და მ.ვ.  დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 3  წლით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics