15:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 10:37:55, 1906 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნინოწმინდაში სლოტ კლუბის ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ტ.ე. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 22 სექტემბერს, ქალაქ ნინოწმინდა თავისუფლების ქუჩაზე განთავსებულ სლოტ კლუბ ,,ვულკანი"-ს ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„პოლიციამ ტ.ე. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ნინოწმინდაში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას გატაცებულ თანხა, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი, ტეტეს სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით. დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics