15:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 18:22:51, 2780 ნახვა

სამართალი
ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ქუთაისში, მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics