18:27 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-15 11:08:20, 3229 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა  აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვერნერ ლიპახთან გამართული შეხვედრისას.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას და აღნიშნეს, რომ ADB-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები,  ხელს უწყობს ქვეყანაში ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის დაძლევას და რეგიონული კავშირების გაზრდას.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა აფასებს იმ თანადგომას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს საქართველოს სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე, ქვეყნის ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.

ფინანსთა მინისტრმა სტუმართან ერთად  განიხილა მთავრობის დაგეგმილი რეფორმები, რომელიც ითვალისწინებს საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა 2019-2021 წლების თანამშრომლობის სფეროებზე, რომელთა შორის პრიორიტეტულად დასახელდა განათლების სექტორი, სადაც აზიის განვითარების ბანკი მზადაა აქტიურად ჩაერთოს მომავალი რეფორმის განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მნიშვნელობას და საქართველოს აქტიურ ჩართულობას ამ ინიციატივაში.

როგორც ცნობილია, საქართველომ 11-12 სექტემბერს, ბათუმში, უმასპინძლა  CAREC-ის  მესამე ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმს. ფორუმი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიმართა და მას СAREC-ის წევრი 11 ქვეყნის დელეგაცია, ენერგეტიკული კომპანიები და დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობა მომავალშიც პოზიტიურად განვითარდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics