00:16 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 12:48:55, 1117 ნახვა

საზოგადოება
6 თვეში, საქართველოში ქორწინების 10 373 და განქორწინების 5 075 შემთხვევაა რეგისტრირებული

მიმდინარე წლის 6 თვეში, ქორწინების 10 373 და განქორწინების 5 075 შემთხვევაა რეგისტრირებული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქორწინებისა და განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა.

კერძოდ, იანვარ-ივნისში, დედაქალაქში - ქორწინების 2 930, ხოლო განქორწინების 1 912 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რეგიონებში ქორწინების მაჩვენებლით პირველ ადგილს იმერეთი იკავებს (1 574), მეორე ადგილზე ქვემო ქართლი (1 220) ხოლო მესამეზე აჭარაა (1 142).

რაც შეეხება განქორწინების მაჩვენებლებს, იმერეთში განქორწინების 817 შემთხვევა დაფიქსირდა, ქვემო ქართლში - 506, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი, 422 შემთხვევა.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics