2015-06-06 12:26:07, 512 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
ინფორმაციით, მმართველი გუნდი შეხვედრაზე შიდა პარტიულ საკითხებს განიხილავს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი მცხეთა-მთიანეთის პარტიული ორგანიზაციების საკითხებთან დაკავშირებით იქნება.
„მცხეთა-მთიანეთის პარტიული ორგანიზაციების საკითხებთან დაკავშირებით, მინდა ჩემს კოლეგებთან გარკვეული კონსულტაციების გავლა. აქ არიან მცხეთა-მთიანეთის დეპუტატებიც. როგორ მუშაობს პარტიული ორგანიზაცია, შემდგომი პერსპექტივები, რა არის საჭირო, რომ გაძლიერდეს. წინაასაარჩევნო მზადებები მალე უნდა დაიწყოს და აქედან გამომდინარე, საინტერესო თემაა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან