|
2018-09-13 15:20:36, 987 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნება“ - ზუგდიდის მერიის ხელმძღვანელ პირთა მიმართ გაჩნდა კითხვები, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ზუგდიდის მერის ლაშა გოგიასა და მისი მოადგილის გია გულორდავას მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. „შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება. სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით დატოვეს დაკავებული თანამდებობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ. გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები. „ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ, საქმით დაამტკიცა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)