17:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 13:59:36, 1264 ნახვა

ეკონომიკა
ქართველი მეზღვაურები გერმანიისა და ხორვატიის გემებზე ლეგალურად დასაქმდებიან

ქართველი მეზღვაურები გერმანიისა და ხორვატიის გემებზე ლეგალურად დასაქმდებიან - ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2018 -ის ფარგლებში, საქართველოს მხარემ ხელი მოაწერა მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების ურთიერთგაგების მემორანდუმებს გერმანიასა და ხორვატიასთან. ამ დოკუმენტების თანახმად, ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა ექნებათ, ლეგალურად დასაქმდნენ გერმანიისა და ხორვატიის, ან ამ ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.

მემორანდუმს გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა ფედერაციული რესპუბლიკის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალური დირექტორმა რეინჰარდ კლინგენმა. როგორც მან მედიასთან  საუბარში აღნიშნა, ეს საქმიანობა თავისთავად მოიცავს სხვა დარგებსაც, მათ შორის - წვრთნა, სწავლება, მომზადება და ა.შ. 

„ჩვენ დავეხმარებით საქართველოს პირადი შემადგენლობის სწავლებასა და მომზადებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცესი სამომავლოდ მოიტანს იმ შედეგებს, რომ საქართველო თავისი პირადი შემადგენლობით, მეზღვაურებით და საზღვაო სფეროში დასაქმებული ადამიანებით გავა საერთაშორისო სტანდარტებზე და ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, -აღნიშნა გერმანიის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics