|
2018-09-13 13:17:09, 678 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: არავის აქვს უფლება, მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე მოქალაქეებს ავტომობილის გაჩერება შეუზღუდოს
თბილისის მერმა კახა კალაძემ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს დაავალა, იმ ტერიტორიებზე, სადაც მუნიციპალური საპარკინგე ადგილები ხელოვნურად არის შეზღუდული, დროული მონიტორინგი განახორციელონ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით პრობლემები არსებობს, რადგან კერძო პირებს - კომერციული სივრცეების მეპატრონეებსა და ე.წ. სტაიანშიკებს, მუნიციპალური საპარკინგე ადგილები მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი. „ხშირია შემთხვევები, როდესაც კომერციული სივრცეების მეპატრონეებსა და ე.წ. სტაიანშიკებს, საპარკინგე ადგილები მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი, რომელიც მუნიციპალურია და რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ისარგებლონ. ეს მიდგომა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მინდა დავავალო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს, რაც შეიძლება მალე იქნეს მოწესრიგებული ეს ყველაფერი. ადამიანებს, ვინც პარკირების წლიურ აბონემენტს პატიოსნად იღებს, ელემენტარულად იმის საშუალება არ აქვთ, რომ ავტომობილები გააჩერონ. ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს აღნიშნული მიმართულებით, დროული რეაგირების მოხდენა და პრობლემის მყისიერი მოგვარება სთხოვა. „მყისიერი რეაგირება მოახდინეთ და თუ მოსაშლელია, მოშალეთ სპეციალური მონიშვნები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რადგან ეს ჩვეულებრივი სამართალდარღვევაა. ასევე, ხშირია შემთხვევები, რომ თუ „სტაიანშჩიკებს“ ფულს არ გადაუხდიან, მძღოლებს პარკირების შესაძლებლობას არ აძლევენ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია. არავის აქვს უფლება, მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე, სადაც მოქალაქეები შესაბამის საფასურს იხდიან, ვინმემ მათ ავტომობილის გაჩერება შეუზღუდოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)