|
2018-09-12 16:29:56, 729 ნახვა
საზოგადოება
ლაბორატორიის სპეციალისტებმა ავსტრიაში საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა. ვეტერინარული ვირუსოლოგიის კონგრესი ყოველწლიურად ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ტარდება. ლაბორატორიის სპეციალისტებმა სამეცნიერო აბსტრაქტი ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტში წარადგინეს. შეხვედრის მიზანი იყო სამეცნიერო კვლევაში ვეტერინარული ვირუსოლოგიის საკითხზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების დისკუსიის უზრუნველყოფა, ქართული სტანდარტების ჩამოყალიბება-დანერგვის საკითხების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. ასევე, დარგის სპეციალობების მიხედვით ახალი ინფორმაციის მიღება და პროექტის შედეგების, მიზნებისა და სამომავლო საკითხების განხილვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები კონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიწვევით იმყოფებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)