|
2018-09-12 13:07:28, 1009 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი მეწარმეებს და ექსპერტებს ახალი საბაჟო კოდექსის განხილვაში ჩართულობას სთავაზობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მეწარმეებს და ექსპერტებს ახალი საბაჟო კოდექსის განხილვაში ჩართულობისაკენ მოუწოდებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს იქნება ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვეში შევა ძალაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ექნება ისეთი საბაჟო კოდექსი, რომელიც პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს აქვს ქვეყანას. „ახალი საბაჟო კოდექსის მიხედვით, მნიშვნელოვნად გამარტივდება ისეთი საბაჟო პროცედურები, როგორიცაა: სასაზღვრო ფორმალობები, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, გამარტივდება რეექსპორტის პროცესი, იმპორტის გადასახადის დაბრუნება, პროცედურის მფლობელის დეფინიცის შემოღება, დეკლარირების ახალი ფორმა დ ა ა.შ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამავე დროს შენარჩუნდება ყველა მიღწევა, რომელიც საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიან ადმინისტრირებას უკავშირდება, მათ შორისაა ერთიანი სახაზინო კოდი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ახალი ციფრული სერვისები. „ციფრული საბაჟოს იდეა არის სწორედ ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს, ეს არის ძალიან ამბიციური პროექტი. საქართველო არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ შეიძლება ითქვას, აღმოსავლეთ ევროპაშიც კი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გააკეთებს ციფრული საბაჟოს იდეის იმპლემენტაციას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)