|
2018-09-12 12:24:56, 713 ნახვა
საზოგადოება
პირველი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება
საქართველოს მთავრობამ, ჩვენი მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, მიიღო რეგულაციები, რომლებიც უკვე 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად უზრუნველყოფს ერთჯერადი პარკების მაქსიმალურად ხმარებიდან ამოღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა მწვანე ეკონომიკის პოლიტიკას ძალიან აქტიურად ავითარებს. „მოგეხსენებათ, ბოლო წლებში მთელმა მსოფლიომ ბრძოლა გამოუცხადა პლასტიკისგან დამზადებული შესაფუთი მასალის მოხმარებას. გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკის პროდუქციით ბინძურდება, განსაკუთრებით ეს ეხება ფართოდ გავრცელებულ ე.წ პლასტიკის პარკებს. ეს პრობლემა მწვავედ დგას საქართველოში. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ, ჩვენი მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, მიიღო რეგულაციები, რომლებიც უკვე 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად უზრუნველყოფს ერთჯერადი პარკების მაქსიმალურად ხმარებიდან ამოღებას", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)