17:15 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 20:21:18, 1483 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი ბრუნო ბალვანერას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია EBRD-ის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში და პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ყველა ის მიმართულება, სადაც EBRD მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას. ამ მიმართულებებს შორისაა სამთო მრეწველობა, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის პროგრამა, ენერგოეფექტურობა და სხვა.

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გიორგი ქობულიას მიერ განსახილველ საკითხთა ასეთმა სიღრმისეულმა ცოდნამ მისი მინისტრობის საწყის ეტაპზევე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომავალშიც ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ, ვინაიდან იგი მზადაა და გახსნილია დიალოგისთვის. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მომავალი თანამშრომლობის ინტერესი საქართველოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ გიორგი ქობულიასთან პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics