19:35 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 17:46:55, 576 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ამის შესახებ ინფორმაცია „თავისუფალი დემოკრატების“ ვებგვერდზე გავრცელდა.

მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სამამართლოს მოსამართლემ დავით ჯუღელმა გაიზიარა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო. 

დაცვის მხარის განცხადებით, სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზა იყო მთავარი მტკიცებულება, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობოდა.

„სასამართლომ პროკურატურის არცერთი მტკიცებულება დასაშვებად არ სცნო. პროკურატურას საქმე ფაქტობრივად ჩამოეშალა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, ის, რასაც "თავისუფალი დემოკრატები" პირველივე დღიდან ვამტკიცებდით. ბრალდებას საფუძველი არ აქვს, შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანი უდანაშაულოა“, - ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics