2015-06-05 17:33:19, 490 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ტყემალაძე გიორგი ქადაგიძის დღევანდელ განცხადებებს უადგილოს უწოდებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება ქვეყნისთვის დამაზიანებელი არ არის.
„ბიძინა ივანიშვილის განცხადება ქვეყნისთვის არაფერი დამაზიანებელი არ ყოფილა და ვერც იქნება. შეიძლება არ ესიამოვნა ქადაგიძეს, მაგრამ მან აბსოლუტურად ობიექტურად აღნიშნა თავისი პოზიცია“,-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
რაც შეეხება, გიორგი ქადაგიძის დღევანდელ ბრიფინგს ტყემალაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება არამართლზომიერი და უადგილო იყო.
„რაც შეეხება ქადაგიძის განცხადებას და ბრიფინგს სიმართლე გითხართ ვერ გავიგე რას ემსახურებოდა. იმიტომ რომ თუ ეს იყო ბიძინას გუშინდელი განცხადების საპასუხო ნამდვილად მიმაჩნია, რომ უადგილო, არამართლზომიერი განცხადებაა“,-აღნიშნა ტყემალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან