|
2018-09-06 12:46:17, 836 ნახვა
საზოგადოება
BIAFF 2018 კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღაზე“ შერჩეული პროექტები გამოქვეყნდა
BIAFF ინდუსტრიული პლატფორმის "ალტერნატიული ტალღის" მენეჯმენტმა დაასრულა პროექტების შერჩევა. შერჩეული იქნა 8 პროექტი, საიდანაც 6 არის საქართველოდან, 1 თურქეთიდან და 1 უკრაინიდან. "ალტერნატიული ტალღა" გაიმართება “ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის” ფარგლებში 2018 წლის 19-23 სექტემბერს ქ. ბათუმში. შერჩეული პროექტების სია: 1. “56. გაზაფხული” ავტორი რუსუდან პირველი. 2. “ბავშვი” რეჟისორი ნინო ბასილია, პროდიუსერი კოკო (კარლო) ჩიხრაძე. 3. “მსხვერპლი” ავტორები ამირან დოლიძე, თედო დოლიძე. 4. “ქალაქის ლანდი” ავტორები თორნიკე ტიკარაძე, გიგა ლიკლიკაძე. 5. “Easter-იკა” რეჟისორი სოფო ჭინჭარაული, პროდიუსერი ელენე თავაძე. 6. “შუშანა” ავტორი ირინა გაჩეჩილაძე. 7. “ანტონის ცხოვრება” რეჟისორი იულია მირონენკო, პროდიუსერი იგორ სავიჩენკო (უკრაინა). 8. „ყულაბა“ რეჟისორი ფენიტ კაროლი, პროდიუსერი ნეფეს პოლატი (თურქეთი) შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ექსპერტების მონაწილეობით განავითარონ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტები შემდეგი მიმართულებებით: - სცენარის განვითარება. - კო-პროდუქციის სტრატეგია - დაფინანსების სტრატეგია. - საფესტივალო სტრატეგია. - დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია. „ინდუსტრიული ტალღის“ ტრენერები/ექსპერტები: - გულინ უსტუნ - აიშეგულ ექმექჩიოღლუ - ნიკ ჰოლდსვორთი (დიდი ბრიტანეთი) - კატარინა მარკოვა (სლოვაკეთი) - ნიკოს პანაგიოტოპოულოს (საბერძნეთი) ასევე მოწვეული სპიკერები - სერგეი რახლინი (აშშ - „ოქროს გლობუსი“), ოლეგ ნეგინი (რუსეთი), პოლ ტილჯეს (ლუქსემბურგი) „ალტერნატიული ტალღა“ 2018-ის დასასრულს, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე გამოვლინდება საუკეთესო პროექტი. საკონტაქტო ინფორმაცია - awbiaff@gmail.com, თინათინ ყაჯრიშვილი - 597202550 ლაშა ხალვაში - 595926206 „ალტერნატიული ტალღის“ მხარდამჭერები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო.
(NS)
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)