05:04 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 18:54:17, 1310 ნახვა

საზოგადოება
საზმაუს თანამშრომლების ნაწილი ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას და ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვს.

რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დღეს თანამშრომლები მაუწყებლის მენეჯმენტს შეხვდნენ, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

როგორც ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა აღნიშნა, ისინი პრემიერ-მინისტრთან და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. 

"ვითხოვთ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან, რადგან მის სახელთან ძალიან ასოცირდება ეს ადამიანი, ეს მისივე დამსახურებით, სხვათა შორის. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ პირადად მას, როგორც მოქალაქეს, ჩაერთოს ამ პროცესებში იმიტომ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზეტრიალებს ნამდვილად ძალიან მძიმე პროცესები, რაც აუცილებლად გამოიწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას საზოგადოებაში. ერთ-ერთი მოთხოვნა აუცილებლად იქნება გენერალური დირექტორის გადადგომა იმიტომ, რომ ის ვერ მართავს პროცესებს,“ - განაცხადა ზაუტაშვილმა.

ცნობისთვის, ახალი შეთანხმება საზოგადოებრივი მაუწყებლის 150-მდე თანამშრომლისთვის საათობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics