14:46 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 13:02:08, 9672 ნახვა

კულტურა
ქართული საბავშვო თოჯინების თეატრი ფრანკფურტში თიბისი ბანკის მხარდაჭერით წარსდგა

2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ბაზრობას წარმოადგენს, საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

ამასთან დაკავშირებით, ბაზრობის ფარგლებში გამართულ თეატრალურ ფესტივალ „მდინარის ნაპირზე" („River Bank") წელს, თიბისი ბანკის მხარდაჭერით ქართული საბავშვო თოჯინების ოპერის თეატრი „მცირე პწკალა" წარმოდგენა „მუსიკალური ცისარტყელით" იყო მიწვეული.

„მუსიკალური ცისარტყელა",  მუსიკალურ-შემეცნებითი საოპერო წარმოდგენა არის, რომელიც სხვადასხვა სახის თოჯინური ეტიუდებისგან შემდება.

პროექტი „მცირე პწკალა"  2012 წლიდან არსებობს. მისი ავტორი „ანდღულაძის ვოკალური ფონდის" ხელმძღვანელმა  ნოდარ ანდღულაძე იყო, ხოლო  ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი თიბისი ბანკი.

24-26 აგვისტოს გამართულ   „მდინარის ნაპირის" საფესტივალო პროგრამაში „მცირე პწკალასთან" ერთად სხვა ქართული კოლექტივებიც იღებდნენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში, ისტორიაში პირველად ლიტერატურული პრემია  „საბას" კონკურსის საზეიმო ცერემონიაც გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics