19:11 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-02 11:35:57, 2035 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი: ჯონ მაკკეინმა თავისი დაკრძალვა აქცია ერის გაერთიანების შესაძლებლობად

დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დღე იყო.  - ამის შესახებ მააკეინის დაკრძალვაზე მყოფლ თამარ ჩგოშვილმა განაცხადა
მისი თქმით, მას პირველად ქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მომესმინა პრეზიდენტ ობამას, პრეზიდენტ ბუშის, ჰენრი კისინჯერის, სენატორ ლიბერმანის და სხვა უდავოდ დიდი ადამიანების გამოსვლებისთვის.

"ჯონ მაკკეინმა თავისი დაკრძალვა აქცია ერის გაერთიანების შესაძლებლობად, მაშინ როდესაც ამერიკა ისეთი პოლარიზებულია, როგორც არასდროს. მან თანაბარი პატივისცემა გამოხატა, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მიმართ. მთავარი სიტყვა საკუთარ დაკრძალვაში ათქმევინა ადამიანებს, რომლებთანაც მთავარი ბრძოლა წააგო და საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა.
მას 5 წელი აწამებდნენ ვიეტნამში, თუმცა მან შეასრულა მთავარი როლი ამერიკას და ვიეტნამს შორის ურთიერთობის მოწესრიგებაში.
მოგვიანებით კი, მიღებაზე, კიდევ ერთხელ მოვისმინე, როგორ უყვარდა საქართველო, როგორ დაეხმარა ჩვენს მსგავს ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებაში და როგორ ცდილობდა ჩვენც დაგვხმარებოდა.
ყოველთვის, როდესაც თვითმფრინავში ადიოდა, ითხოვდა გზად საქართველოში გამატარეთო, მაშინაც კი, როცა სრულიად სხვა მიმართულებით მიდიოდნენ.
მისი მთავარი ფრაზა იყო, რომ საკუთარი თავი უნდა შესწირო რაღაც უფრო დიდს, ვიდრე თავად ხარ.
ამ დღეებში მთელი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, დემოკრატები არიან თუ რესპუბლიკელები, თანაბრად გლოვობს გმირის დაკარგვას. მასთან ერთად ეპოქა დასრულდა. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული.​" - განაცხადა ჩუგოშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics