23:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 16:34:18, 1241 ნახვა

კომენტარი
„თუ ზედოზირების ფაქტი დაფიქსირდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება“ - სერგეენკო მოსახლეობას აფრთხილებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას ურჩევს, ნარკოტიკით ინტოქსიკაციის, მათ შორის ზედოზირების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ გამოიძახოს. 

როგორც სერგეენკომ განმარტა, 2014-2015 წლებში ხელისუფლებამ გააუქმა ის ვალდებულება, რომლის თანახმადაც ზედოზირების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება ან სასწრაფო დახმარების ჯგუფი საპატრულო პოლიციას აწვდიდა ინფორმაციას. 

"ზედოზირების შემთხვევაში მკურნალობას არც სადაზღვევო პაკეტები და არც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებდა, ეს რეგულაციაც გავაუქმეთ. არ მინდა, რომ ეს მდგომარეობა ვინმეს დაუდგეს, მაგრამ თუ ფაქტი დაფიქსირდა, არც კი დაფიქრდეთ, იმ წამსვე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics