|
2015-06-05 10:57:34, 626 ნახვა
სამართალი
ლაშა მახარაძის დედა: ყველაფერი სიაფანდობაა, არავითარი ნაფიცი მსაჯული, მკვლელი უნდა გასამართლდეს მოსამართლის მიერ
"ეს არის ყველაფერი სიაფანდობა. არავითარი ნაფიცი მსაჯული, მკვლელი უნდა გასამართლდეს მოსამართლის მიერ",-ამის შესახებ მოკლული ლაშა მახარაძის დედამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ განაცხადა, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. როგორც ნინო დუმბაძემ აღნიშნა, ბრალდებული ოქროპირიძე მოსამართლის მიერ უნდა გასამართლდეს, რადგან ნაფიც მსაჯულებს ის აშინებს. "ეს არის ყველაფერი სიაფანდობა. არავითარი ნაფიცი მსაჯუი, მკვლელი უნდა გასამართლდეს მოსამართლის მიერ, არ მაინტერესებს მე რას ითხოვს ორჯერადი მკვლელი. მანიაკი ოქროპირიძე რომ აშინებს ნაფიცმსაჯულებს, რომ ვერდიქტი ვერ გამოაქვთ, 24 საათი ვდგავართ აქ, ხალხნო, ეს ვერ გავიგე რა სახელმწიფოა, რა ბიძინა, ვინ ბიძინა, გომელაური, ვინ არიან საერთოდ და სად ვცხოვრობთ ვერ გავიგე",-განაცხადა ნინო დუმბაძემ. როგორც აღვნიშნეთ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. 12 საათიანი ფიქრის შემდეგ მოსამართლემ მათ გონივრულ ვადად კიდევ ერთი საათი განუსაზღვრა, თუმცა გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღეს. იმ შემთხვევაში, როცა ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს ვერ აცხადებენ, მოსამართლე ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომას ჩანიშნავს და საქმეზე განხილვები ხელახლა დაიწყება. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ოქროპირიძემ 2 სექტემბერს, ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, ბრალდებული კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გიორგი ოქროპირიძე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს და 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოსცეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)