22:14 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 11:56:44, 984 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე შავი ზღვის უნივერსიტეტზე: სტუდენტების ინტერესი სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და ეს ასეც იქნება

„ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი,  სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და ეს ასეც იქნება“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხს.

მისი განცხადებით, აღნიშნულ თემაზე განათლების მინისტრი და მთლიანად სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს

„განათლების მინისტრი და მთლიანად სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხზე. მე მესმის, რომ არსებობს პროცედურები და არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. ჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარია ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, რომელიც სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით შეეზღუდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics