|
2018-08-25 11:03:10, 616 ნახვა
რეგიონი
სოფლის მეურნეობის სპეციალისტები გურიაში თხილნარების ფიტოსანიტარიულ მდგომარეობას სწავლობენ
სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა ჯგუფი გურიაში თხილნარებსა და ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში შექმნილ ფიტოსანიტარიულ მდგომარეობას სწავლობს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების (ნიგოეთი, გვიმბალაური, ჭყონაგორა, ჩოლობარგი, ჩიბათი) ფერმერთა ნაკვეთებიდან, ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად, მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თხილის და ბოსტნეული კულტურების ნიმუშები აიღეს. ზუსტი დიაგნოსტირების საფუძველზე შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, რათა მომავალში ფერმერებმა მცენარის სრულყოფილად დაცვა შეძლონ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გამოიცა ფენოკალენდარული სქემა, სადაც გაწერილია თხილის წამლობის პერიოდები, პრეპარატები და მათი სწორი გამოყენება. ფენოკალენდარული სქემა მთელი ქვეყნის მასშტაბით ფერმერებს უკვე დაურიგდათ. მკვლევართა ჯგუფის მიერ თხილნარების და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შესწავლა დაგეგმილია ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებშიც.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)