17:57 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 13:53:23, 1658 ნახვა

პოლიტიკა
ანგელა მერკელმა საქართველო დატოვა [ვიდეო]

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კანცლერს გერმანელი ჯარისკაცები დახვდნენ. კანცლერის სამხედროებს გაესაუბრა, შემდეგ კი, მათთან ერთად გოტო გადაიღო.

თვითმფრინავის ტრაპთან ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიაცილა.

შეგახსენებთ, ანგელა მერკელი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის დეპუტატებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, დღეს იგი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, რის შემდეგაც სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან მიიღო.

ანგელა მერკელი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრა, შემდეგ კი, კავკასიურ ტურნეს აზერბაიჯანში განაგრძობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics