|
2018-08-23 12:47:43, 609 ნახვა
რეგიონი
ბათუმის პორტში ამერიკული გემი „Carney“ შემოვიდა
ამერიკული გემი “Carney" (DDG 64)” საპორტო ვიზიტით ბათუმში იმყოფება. გემის ეკიპაჟის საზეიმო დახვედრის ცერემონიალი ბათუმის პორტში გაიმართა. ეკიპაჟის წევრებს პორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მიქელაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი დახვდნენ. "Carne" Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო მე-6 ფლოტს ეკუთვნის. „გემის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულებას გააძლიეროს ურთიერთობა ნატო-ს ისეთ მოკავშირესთან და პარტნიორთან, როგორიც საქართველოა და ხელი შეუწყოს ორმხრივ მიზნებზე მუშაობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. USS Carney- ის საპორტო ვიზიტი გააღრმავებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პროფესიულ და პირად ურთიერთობებს. საქართველოში ყოფნისას USS Carney განახორციელებს რუტინულ კომბინირებულ ტრეინინგს საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად და ასევე გეგმავს შერჩეული ჯგუფებისთვის გემის ტურების მოწყობას. USS Carney-ს, რომელიც ექსპლუატაციაშია როტაში, ესპანეთში, აშშ-ის მე-6 ფლოტის ოპერაციებში მრავალრიცხოვან მისიას ასრულებს რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ის ასრულებს ორმხრივი და მრავალმხრივი ტრეინინგ-მისიებს და მხარს უჭერს ნატო-ს ოპერაციებს შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით. აშშ-ის საზღვაო ძალები ჩვეულებრივ ახორციელებენ გემების შემოყვანას შავ ზღვაში მონტერექსის კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)