01:30 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 10:46:34, 577 ნახვა

რეგიონი
საქართველოში თურქეთიდან კიდევ ერთი დაშავებული მოქალაქე დაბრუნდა

თურქეთის ქალაქ ტრაპზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაბრუნდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული ქალბატონი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავდმყოფოში გააგრძელებს.

პაციენტი საქართველოში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდა. ის სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე თურქეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა, გამშვებ პუნქტთან დაშავებულ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები დახვდნენ და რესპუბლიკურ საავდმყოფოში გადმოიყვანეს.

დაშავებული კლინიკაში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ მოინახულა.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მედიკოსების გადაწყვეტილებით ის მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ავტოსაგზაო შემთხვევა ტრპზონში 14 აგვისტოს მოხდა. ავარიის შედეგად საქართველოს 3 მოქალაქე დაშავდა. თურეთის კლინიკაში რჩება დაშავებული მამაკაცი. დაშავებული საქართველოს მოქალაქეები ავარიიდან მეორე დღეს თურქეთის კლინიკებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics