01:30 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 12:33:08, 583 ნახვა

რეგიონი
ლატვიელი ჟურნალისტები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ლატვიელი ჟურნალისტები ამზადებენ.

ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი,  გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემი და მთიანი აჭარა. ისინი ასევე, გაეცნენ ადგილობრივ ფოლკლორს, სამზარეულოს და დაესწრნენ დელფინების შოუს ბათუმის დელფინარიუმში. 

ლატვია აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია ორი წლის წინ დაიწყო. სარელამო აქტივობები ძირითადად, გარე რეკლამას, აქტიურ ონლაინ რეკლამას, პრეს-ინფოტურების შედეგად რეგიონში ჟურნალისტებისა  და ტურისტული სააგენტოების მომწვევას ითვალისწინებს. მზარდია აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებიც ლატვიიდან, რაც მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით 24%-იან ზრდას გულისხმობს.

2018 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს, რაც სატელევიზიო რეკლამას, გარე რეკლამას, ონლაინ რეკლამას, პრეს და ინფოტურების ორგანიზებასა და საერთაშორისო გამოფენებში აჭარის რეკლამირებას ითვალისწინებს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics