2015-06-04 15:11:55, 432 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: მთავრობა მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის ეტაპობრივ დანერგვაზე მუშაობს
მთავრობა მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ეტაპობრივ დანერგვაზე მუშაობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ ეტაპობრივ დანერგვის მოდელზე. კონკრეტულ ვადებზე დღეს პასუხს ვერ ვიტყვი, თუმცა ტექნიკური ინპექტირების სისტემის ეტაპობრივად დანერგვა აუცილებლად უნდა მოხდეს“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, მსუბუქი ავტომობილები 2 წელიწადში სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარებიან. 2017 წლის 31 დეკემბრამდე კი მსუბუქ ავტომობილებისთვის პერიოდული ტესტირების გავლა ნებაყოფლობითი იქნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან