05:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 12:54:53, 1225 ნახვა

სამართალი
მაჩალიკაშვილი: 31 მაისს განცხადება ემოციურ ფონზე გავაკეთე

„ემოციურ ნიადაგზე გავაკეთე განცხადება“,- ამის შესახებ პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობაში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ იმ განცხადებაში, რომელიც მან 31 მაისს აქციაზე გააკეთა, არავითარი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

„იმ განცხადებაში, რაც მე გავაკეთე, არავითარი დანაშაული არ იკვეთება. ეს განცხადება ემოციურ ფონზე გავაკეთე. მე არც მიფიქრია და არც მქონია ასეთი რამ გულში. ჩემს ადგილას სხვა უფრო მეტსაც იტყოდა. სამი თვის შემდეგ ჩემი დაკითხვა იმიტომ ხდება, რომ ყველანაირად ცდილობენ რაღაც ზღაპარი შეთხზან და რაღაც გამოიგონონ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics